ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია #1TVSPORT

11:56, 29.10.2026

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და მომდევნო ეტაპის წყვილები გაირკვა.

წილისყრის შედეგად, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება, ხოლო მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ „ბრედფორდს“ უმასპინძლებს.

ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალური წყვილები:

„ლივერპული“ – „ბორნმუთი“

„მანჩესტერ სიტი“ – „ბრედფორდი“

„კრისტალ პალასი“ – „სანდერლენდი“

„ფლიტვუდი“ – „ევერტონი“ / „ნიუკასლი“

აღსანიშნავია, რომ „ფლიტვუდმა“ მერვედფინალში ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა. მეოთხედფინალის საგზური პენალტების სერიით მოიპოვეს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ სიტიმაც“, რომლებმაც, შესაბამისად, „ჩელსისა“ და „ბრაიტონს“ აჯობეს.

მეოთხედფინალის უკანასკნელი მონაწილე 29 ოქტომბერს, „ევერტონისა“ და „ნიუკასლის“ დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები 14 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო ტურნირის ფინალი 2027 წლის 21 მარტს გაიმართება.

მსგავსი