სტამბოლში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყანაში ფასების ზრდას და ინფლაციის მაღალ დონეს აპროტესტებდნენ. მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, რომ საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების მოძრაობას უჭერს მხარს.
აქცია თურქეთის უმსხვილესი პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.
თურქეთში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ნოემბერში ვალუტის კურსი დასტაბილურდა, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პროდუქტებზე ფასები არ შემცირებულა.