სტამბოლში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინფორმაციას ტელეკომპანია NTV ავრცელებს.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.