შსს-სთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქციაზე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებმა სამი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.

ადგილზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

დატოვე კომენტარი