სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ - საქართველოს ეროვნულ გუნდს კვარაცხელია და ლეგიონერები შეუერთდნენ #1TVSPORT
სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ - საქართველოს ეროვნულ გუნდს კვარაცხელია და ლეგიონერები შეუერთდნენ #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება.

გუნდს ყველა ლეგიონერი შეუერთდა, მათ შორის, „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი, „სლოვანის“ და „ბორდოს“ შემტევები – გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს „ჯვაროსნები“ სტუმრად გიბრალტარში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გოგა ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი)

ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტალია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი)

უეფა-ს ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო