„სქაი ნიუსი“ - ლონდონბრიჯზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
„სქაი ნიუსი“ - ლონდონბრიჯზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

ლონდონბრიჯზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მომხდარის გამო ლონდონბრიჯის მეტროსადგური დახურეს. ახლომდებარე რაიონიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

პოლიციის ცნობით, არიან დაშავებულები. „სქაი ნიუსის“ ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი.

„ევრონიუსის“ ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად, ის დაკავებულია.