სპორტის უნივერსიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
სპორტის უნივერსიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

სპორტის უნივერსიტეტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მწვრთნელების გაზრდის მიზნით ითანამშრომლებენ – ამის შესახებ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ შეთანხმებას ხელი სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას ფეხბურთის ფედერაციისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმი შემდეგს ითვალისწინებს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიით, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.