სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
10 თებერვალს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ფონდის მხრიდან ხელი მოაწერა ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან – პრეზიდეტმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და ფედერაცია უახლოეს მომავალში ერთობლივად ჩაატარებენ წყალბურთის ტურნირს. ტურნირი სპორტულ კომპლექს „რუსთავი არენაზე“ ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და რუსთავის გუნდები მიიღებენ.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს მსგავსი სახის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.