სოციალურად დაუცველი ბავშვები ცურვის სპეციალურ კურსს უფასოდ გაივლიან #1TVSPORT
სოციალურად დაუცველი ბავშვები ცურვის სპეციალურ კურსს უფასოდ გაივლიან #1TVSPORT

5-დან 10 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ათას ბავშვს, თბილისის მასშტაბით, შესაძლებლობა გაუჩნდა,  უფასოდ გაიაროს ცურვის სპეციალური კურსი.

ათდღიან პროგამაზე ბავშვებთან პროფესიონალი მწვრთნელები იმუშავებენ. კურსის დასრულების შემდეგ კი სპეციალისტები თავად შეარჩევენ მოზარდებს, რომლებსაც დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარდებათ უკვე პროფესიონალურ, სპორტულ ჭრილში.

პროექტის განხორციელება კერძო ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობით მოხერხდა, რომელსაც კოორდინაცია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა გაუწია. პროექტის მასპინძელია, „ლიდერსპორტ-არენის“ ახალი აუზი.