სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავში 400 ბავშვს ცურვის უფასო გაკვეთილები ჩაუტარდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთავში 400 ბავშვს ცურვის უფასო გაკვეთილები ჩაუტარდა

რუსთავში გაიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ერთობლივი პროექტის – „ცურვა ყველასთვის“ – დახურვის ღონისძიება.

პროექტის ფარგლებში მესამე კლასის მოსწავლე 400 ბავშვს სამი თვის განმავლობაში ცურვის 36 გაკვეთილი უფასოდ ჩაუტარდა.

პროექტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ფედერაციის კურატორი ანი ნადირაშვილი  ესწრებოდნენ. მათ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

ცურვის გაკვეთილებს ორ საცურაო აუზზე, „თოლიასა“ და „რუსთავი არენაზე“ პროფესიონალი მწვრთნელები ატარებდნენ.

2023 წელს, სპორტის სამინისტროს,  წყალბურთელთა გუნდის, „დინამო თბილისისა“ და ფოთის მერიის მხარდაჭერით, ფოთში 400-ამდე მოზარდს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ჰქონდა ცურვის შესწავლის შესაძლებლობა.