სპორტის საერთაშორისო ფონდმა მემორანდუმი ფრენბურთის ფედერაციასთან გააფორმა #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მორიგი მემორანდუმი გააფორმა – ფონდის ახალი პარტნიორი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაცია გახდა.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა მოაწერეს ხელი.
ფონდის გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, სკოლებში ფრენბურთის ლიგების განვითარებასა და მეტი მოსწავლის ჩართვას მასობრივ ფრენბურთში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ტურში თოვლის ფრენბურთში , რომელიც ბაკურიანში 7-9 თებერვალს გაიმართა, საქართველოს გოგონათა გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის 2020 წლის ჩემპიონები თოვლის ფრენბურთში გიორგი გორდაძე, ალექს ზაქაიძე და ალექსანდრე ქაჩიბაია გახდნენ, ხოლო გოგონებში – ანა დიასამიძე, ელიზაბედ ფალავანდიშვილი და ნანა წოწონავა.
შეგახსენებთ, რომ ფონდი 2021 წლის ზაფხულის დაფუძნდა და მიზნად სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა გამოაცხადა.