სპორტის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი „სპორტულ ფოტოგრაფთა ასოციაციასთან“ #1TVSPORT
სპორტის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი „სპორტულ ფოტოგრაფთა ასოციაციასთან“ #1TVSPORT

დღეს, „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა“ „სპორტულ ფოტოგრაფთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ხელშეკრულებას ხელი ფონდის თავმჯდომარემ ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ასოციაციის დამფუძნებელმა თამარ ყულუმბეგაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი, „სპორტულ ფოტოგრაფთა ასოციაციას“, სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“ წელს, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაარსა. ფონდის მიზანი ქართულ სპორტსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ამ გზით მისი განვითარებაა.