სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი გაასაჩივრებს ფლორიდის მოსამართლის გადაწყვეტილებას საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„იუსტიციის დეპარტამენტმა უფლება მისცა სპეციალურ პროკურორს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ჯეიკ სმიტის სპიკერის, პიტერ კარის განცხადებაში.
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვაზე უარი თქვა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ასევე, ხელს უშლიდა გამოძიებას.