სპარინგები რუმინეთთან – 19-წლამდელებმა მზადება დაიწყეს
ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ რამაზ სვანაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ამზადებს.
გუნდი ბუქარესტში ორ ამხანაგურ შეხვედრას 7 და 9 ივნისს ჩაატარებს. მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან რუმინეთში 20 გაემგზავრება:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);
მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), დავით სამსონია (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), გოგი მამულაშვილი (დილა);
ნახევარმცველები: გივი მუკბანიანი (ტორპედო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ვანო ჩარგეიშვილი (ტორპედო).