„რომასა“ და „ინტერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე. ამის შესახებ ვებგვერდმა Alairelibre.cl-მა დაწერა.
სპალეტიმ ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, რეინალდო რუედა შეცვალოს, რომელსაც კოლუმბიის ნაკრებში ეძახიან. იტალიელი სპეციალისტი დაინტერესებულია ჩილეში მუშაობით, მაგრამ მას ორი რამ აფერხებს – არ ლაპარაკობს ესპანურად, თან ჩილეს ფეხბურთის ფედერაციას არ შეუძლია ხელფასის სახით იმ თანხის გადახდა, რომელსაც სპალეტი ითხოვს.
61 წლის სპეციალისტი 2019 წლის მაისიდან მოყოლებული უმუშევარია, როცა მან „ინტერი“ დატოვა. სპალეტის არ გააჩნია სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება.