სოზარ სუბარი - „ქართული ოცნების“ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი არ იქნება
სოზარ სუბარი - „ქართული ოცნების“ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი არ იქნება

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

„ხვალ იქნება ყრილობა, რომელიც ტარდება ჩვეულებრივ. ავირჩევთ თავმჯდომარეს, განახლდება პოლიტსაბჭო და იქნება საანგარიშო მიმოხილვა იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში“, – აღნიშნავს სოზარ სუბარმა.

კითხვაზე – ჰქონდა თუ არა მას საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოთავაზება, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ განიხილება და ამაზე საუბარი არც ყოფილა.

„არასდროს ყოფილა ამაზე საუბარი. არ არსებობს ეს თემა და რაზე ვილაპარაკო“, – განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ გაიმართება.

დატოვე კომენტარი