სოზარ სუბარი - ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდება, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა
სოზარ სუბარი - ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდება, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ქვეყანას თავიდან ააცილოს ომი, ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა, რაც ბევრ პარტიას ასე ძალიან უნდა.

ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარი ოპოზიციონერი დეპუტატის დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან არ მინდა, რომ დავით უსუფაშვილზე იგივე გავიმეორო, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვამბობ, რომ მათ აქვთ მეხუთე კოლონის რიტორიკა. რაც შეეხება შიშს, აფხაზეთში, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ისე ვიბრძოდი და ყველაზე სახიფათო მიმართულება ავირჩიე, რაც შეიძლება, ომში იყოს, ეს არის განაღმვა. ყოველი გასვლა იმას ნიშნავდა, რომ თვალებში სიკვდილს ვუყურებდი. ყოველი გასვლის წინ ამ შიშის დაძლევა მიწევდა, მაგრამ შიშს ვძლევდი, რადგან ჩემს ზურგს უკან სოხუმი იდგა და იქ ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. დღეს, ჩვენ უკან საქართველო დგას და პასუხისმგებლობა გადის იმაზე, რომ ომი ქვეყანას ავარიდოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა, რაც ბევრ პარტიას ასე ძალიან უნდა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდება, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა“, – განაცხადა სუბარმა.