სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა
სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს  ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა.  

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

სოზარ სუბარმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ  ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს.