სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციაზე გუნდში განსხვავებული აზრი არ არსებობდა 
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციაზე გუნდში განსხვავებული აზრი არ არსებობდა 

გუნდში არ არსებობდა განსხვავებული აზრი საკითხზე, რომ კარგი პოზიციაა, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკუთარი კანდიდატით არ გავიდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა იმ საკითხზე, უნდა დაუჭიროს თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს.

„იყო განსხვავებული აზრი, რომ შემდეგში ვიმსჯელოთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე კანდიდატს. რამდენიმე დეპუტატი ამბობდა, რომ არ იქნება სწორი, თუ საერთოდ არავის დავუჭერთ მხარს. თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ, როდესაც ყველა კანდიდატი დასახელდება, ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ წარადგენს.

 

 

დატოვე კომენტარი