სოსო რობაქიძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დაატოვებინეს
სოსო რობაქიძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა სოსო რობაქიძესა და მისი ძმას დაატოვებინეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

პროკურატურამ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, ბაქრაძე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიკითხოს, თუ ვიდეოფირთან დაკავშირებით ისაუბრებს.

პროკურატურის მოთხოვნა სოსო რობაქიძემ სასამართლო პროცესზე გააპროტესტა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა, ამიტომ მოსამართლემ რობაქიძესა და მის ძმას დარბაზი დაატოვებინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს პირველად ესწრება აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა.

შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელ მარტს დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.