სოსო ფრუიძე - წყალტუბოში კარგი გუნდის ჩამოყალიბება და ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა შეიძლება #1TVSPORT
სოსო ფრუიძე - წყალტუბოში კარგი გუნდის ჩამოყალიბება და ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა შეიძლება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისთვის ახალ გუნდში წარმატებით მისვლა დასამახსოვრებელი დღე იყო.

„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო, რადგან ჩემს პირველ გუნდში დავბრუნდი და პირველსავე მატჩში წარმატებას მივაღწიე. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა და ასეც გამოდგა. ფეხბურთელებს გათავისებული ჰქონდათ, რომ გამარჯვება აუცილებლად გჭირდებოდა, სატურნირო ცხრილში ცოტა ზემოთ რომ ავსულიყავით და მოთამაშეებს საკუთარი თავის ერწმუნათ. მე მინდა ჩვენს გუნდს, ასევე ქუთაისის „ტორპედოს“ წარმატებები ვუსურვო“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

მისი თქმით, „სამგურალში“ ბევრი რამაა შეცვლილი მას შემდეგ, რაც გუნდში ბოლოს მუშაობდა.

„რა თქმა უნდა, ჩემი წამოსვლის შემდეგ გუნდში ბევრი რამ უკეთესობისკენაა შეცვლილი. რაც „სამგურალში“ ხდება, ნამდვილად დასაფასებელია. ეს ხალხი ფეხბურთში ფულს აბანდებს და ცდილობს, რომ ბიჭებს პირობები შეუქმნან. ვფიქრობ, შეიძლება წყალტუბოში კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლოს“.