სორი მანე - ჩემი და „ტორპედოს“ მიზნები ერთმანეთს ემთხვევა #1TVSPORT
გვინეა-ბისაუს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა, სორი მანემ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლაზე.
„როდესაც ქუთაისის „ტორპედოდან“ დამიკავშირდნენ, გუნდზე ინფორმაცია უკვე მქონდა. კლუბსა და ნაკრებში ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, ფელიპე პირესსა და ჟორჟინიოს ვესაუბრე, მათ გუნდი დადებითად დაახასიათეს და მიზნებზეც მესაუბრნენ – ამიტომაც დავთანხმდი შეთავაზებას.
ჩემი მიზანი „ტორპედოს“ დახმარებაა. გუნდის წარმატება ჩემი წარმატებაც იქნება. ასე რომ, ჩემი და „ტორპედოს“ მიზნები ერთმანეთს ემთხვევა – ერთად უნდა მივაღწიოთ გამარჯვებებს. გულშემატკივარს კი ვეტყვი, ამ მომენტიდან სულსა და გულს ჩავდებ, რომ გუნდმა თამაშები მოიგოს. დარწმუნებულები იყავით, რომ „ტორპედოსთვის“ თავს არ დავზოგავ“, – ამბობს სორი მანე.
ქუთაისის „ტორპედომ“ სორი მანესთნ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.