სონმა ოპერაცია გადაიტანა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს
სონმა ოპერაცია გადაიტანა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰეონ-მინ სონმა პრემიერლიგის მატჩში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ხელი მოიტეხა. შეხვედრა გასულ უქმეებზე გაიმართა.

ტრავმის შემდეგ, კორეელმა ოპერაცია გადაიტანა და ექიმებმა ფეხბურთელის აღდგენის სავარაუდო პერიოდი დაასახელეს – რამდენიმე კვირა. ამის შესახებ „ტოტენჰემის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

ამ სეზონში სონმა ლონდონური კლუბის რიგებში 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.

„ტოტენჰემს“ 19 თებერვალს ელოდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა „ლაიპციგის” წინააღმდეგ, რომელშიც კორეელი მონაწილეობას ვერ მიიღებს.