სომხური მედია აზერბაიჯანის მიერ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყება
სომხური მედია აზერბაიჯანის მიერ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყება

სომხური მედია აზერბაიჯანის მიერ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეფანაკერტის დაბომბვის შესახებ იუწყება.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, არაიკ ჰარუთუნიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას „პოლონეზისა“ და „სმერჩის“ სისტემებით ბომბავენ.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის ქალაქებში განლაგებული სამხედრო ობიექტების დაბომბვას არ გამორიცხავს და შედეგებზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.