დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი ეკონომიკური კრიზისის ფონზე კოლაფსს განიცდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი ეკონომიკური კრიზისის ფონზე კოლაფსს განიცდის.
ტრამპის თქმით, ახლა ირანში 301%-იანი ინფლაციაა, განადგურებულია ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანას არ შეუძლია, ჯარისკაცებს ანაზღაურება გადაუხადოს.
ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ Salem News Channel-ს განუცხადა. მისივე თქმით, კოლაფსის მიუხედავად, ირანის ხელისუფლება ცდილობს, რეალობისგან განსხვავებული, „მკაცრი“ განცხადებები გააკეთოს.
„რეჟიმი კოლაფსს განიცდის. მათი პრესა კი ფაქტისგან სრულიად განსხვავებულია. იცით, ისინი ყოველთვის გააკეთებენ ასეთ მკაცრ განცხადებებს იმის შესახებ, რომ კარგად არიან, იბრძოლებენ, ისინი კარგად არ არიან. მათ 301%-იანი ინფლაცია აქვთ. მათი ეკონომიკა გაქრა. ისინი არ უხდიან ხელფასს თავიანთ ჯარისკაცებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ არ იყოყმანებს ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას, თუ თეირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.