სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

23:05, 07.07.2026

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

გაგიკ წარუკიანს ბრალად ედება თაღლითობა და ფულის გათეთრება.

ცნობისთვის, 6 ივლისს პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი დააკავეს და სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილეს. საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტის ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მტკიცებულებებია მოპოვებული, რაც მიუთითებს, რომ გაგიკ წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, 2022-დან 2024 წლამდე მასშტაბური თაღლითობა და ფულის გათეთრება ჩაიდინა. წარუკიანის ადვოკატმა ბრალდებებს აბსურდული და სასაცილო უწოდა.

მსგავსი