სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკების მეორე რაუნდს 24 თებერვალს, ვენაში გამართავენ
სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკების მეორე რაუნდს 24 თებერვალს, ვენაში გამართავენ

სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლები ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 24 თებერვალს, ვენაში გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა გასულ თვეს მოლაპარაკება მოსკოვში გამართეს და ის „პოზიტიურ და კონსტრუქციულ“ შეხვედრად შეფასდა. შედეგად, 2 თებერვალს პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა ერევნიდან სტამბოლში.

მოსკოვში შეხვედრა იყო პირველი ბოლო ათი წლის განმავლობაში. ორ მეზობელ ქვეყანას სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან დახურული აქვს და დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ.