თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს
თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს

თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.

სერდარ კილიჩი და რუბენ რუბინიანი ერთმანეთს რუსეთის დედაქალაქში შეხვდნენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ სრული ნორმალიზაციის მიზნით მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გაგრძელდება. ამასთან, სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, მეორე შეხვედრის თარიღი და ადგილი დიპლომატიური არხებით განისაზღვრება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მხარეებმა დიალოგის გზით ნორმალიზაციის პროცესის შესახებ წინასწარი მოსაზრებები გაცვალეს.

თურქეთმა და სომხეთმა სპეციალური წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში დანიშნეს.