სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის არმიის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელთაგან ორი სომხეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყარაბაღში მეხუთე თაობის ომი მიმდინარეობს და ერთი პოზიციის ან სიმაღლის აღება გამარჯვებას არ ნიშნავს, რადგან სიტუაცია სწრაფად იცვლება.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ჩრდილოეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის წინსვლა შეჩერდა და ყველაზე სასტიკი ბრძოლები ამჟამად სამხრეთის მიმართულებაზე მიმდინარეობს.

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, თუ აზერბაიჯანი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს.