სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ ჰადრუტის აღების თაობაზე
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ ჰადრუტის აღების თაობაზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუტის აღების თაობაზე.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„მე ახლა ჰადრუტში ვარ და რატომღაც მხოლოდ სომხებს ვხედავ“, – წერს ჰოვანისიანი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუტისა და რამდენიმე სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

ილჰამ ალიევის მიმართვა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.