ილჰამ ალიევმა ჰადრუტის დასახლებისა და კიდევ რამდენიმე სოფლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა

18:15, 09.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ ჰადრუტის დასახლება და კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.

ამის შესახებ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციისგან განთავისუფლდა​ ჰადრუტის დასახლება და კიდევ რამდენიმე სოფელი: ჩაილი, იუხარი, გუზლეკი, გორაზილი, გიშლაკი, სური და სულეიმანლი.

„ოპერაციის გეგმა სრულად ხორციელდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი