სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, ქელბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხმაურება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. სომხეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მითითებული პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანულმა მხარემ თავად განახორციელა არარეგულარული გასროლები, რაზეც სომხურმა მხარემ არ უპასუხა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შორჯა ვარდენის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, გამთენიისას რამდენიმე გასროლა განახორციელეს ქელბაჯირის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.