აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შორჯა ვარდენის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, გამთენიისას რამდენიმე გასროლა განახორციელეს ქელბაჯირის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის სიტუაცია სტაბილურია, ოპერატიული ვითარება კი აზერბაიჯანის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა.

ინციდენტის შესახებ სომხურ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.