სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ იტყობინება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ იტყობინება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იტყობინება.

სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივლისს, 03:30 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქიუნიკის მონაკვეთზე მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით. სროლას სომხეთის მხარეს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, თავდაცვის უწყების ცნობით, 26 ივლისს 11:30 საათზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე, აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რის გამოც სომხურმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო.

ამასთან, დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა.