აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - კელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - კელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 26 ივლისს 03:00 საათზე, სხვადასხვა მიმართულებაზე განლაგებულმა სომხეთის არმიის დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ინტენსიური შეტევა განახორციელეს.

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინსიტროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე მყოფი აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები საპასუხო ზომებს იღებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სომხური მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.