სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა [ფოტო]
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა [ფოტო]

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ოპოზიციონერ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.

შეხვედრა სასტუმრო „მერიოტში“ უნდა შემდგარიყო. ფაშინიანი სასტუმროს შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციის ლიდერის პრესსამსახურმა განუცხადა, კარაპეტიანთან შეხვედრა არ გაიმართება, რადგან პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი არ მივიდა.

ფაშინიანმა გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს უნდა შეხვედროდა.