ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტიანს შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება
ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტიანს შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება

ერევანში, სასტუმრო „მერიოტში“ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრას გამართავს. როგორც ფაშინიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კარაპეტიანს კიდევ ერთ შანსს აძლევს, რათა მოლაპარაკებები გაიმართოს და ის მოუწოდებს მას, რომ დიალოგი არ იყოს დახურული.

სომხური მედიის ცნობით, დედაქალაქის გარდა აქციები რეგიონებშიც გაიმართება. ხვალ, 15:00 საათზე აქციის მონაწილეები გაემართებიან გიუმრისკენ და აქციას ჩაატარებენ.

ამასთან, 28 აპრილს, 15:00 საათზე კი სახალხო მოძრაობის მონაწილეთა შეკრება ვანაძორში იგეგმება.

„სახალხო მოძრაობის მეორე ეტაპის გადამწყვეტი დღე იქნება პირველი მაისი, როცა სომეხმა ხალხმა უნდა აჩვენოს, რა შეუძლია. ჩვენ არ შევეგუებით ისევ ძველ მდგომარეობას. სომხეთის ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს , მე პრემიერობას დავთანხმდები მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ სომხეთის ნებისმიერი მოქალაქე პრემიერად იგრძნობს თავს“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა აქციაზე გამოსვლისას.