სომხეთის პარლამენტმა არჩევნებზე მინიმალური ზღვარის შემცირებას მხარი არ დაუჭირა
სომხეთის პარლამენტმა უკვე მეორედ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არჩევნებზე მინიმალური გადასალახი ზღვარის შემცირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, პარტიებისთვის ეს ბარიერი 5-დან 4 პროცენტამდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის 7-დან 6 პროცენტამდე.
ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტს პირველად კენჭი 22 ოქტომბერს უყარა. თუმცა მას მხარი მხოლოდ 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის დასამტკიცებლად კი, 63 ხმა იყო აუცილებელი.
განმეორებით კენჭისყრაზე ცვლილებების შესახებ კანონპროექტმა მხოლოდ 62 ხმის მიღება შეძლო.