სომხეთის პარლამენტმა არჩევნებზე მინიმალური ზღვარის შემცირებას მხარი არ დაუჭირა

15:12, 29.10.2018

სომხეთის პარლამენტმა უკვე მეორედ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არჩევნებზე მინიმალური გადასალახი ზღვარის შემცირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, პარტიებისთვის ეს ბარიერი 5-დან 4 პროცენტამდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის 7-დან 6 პროცენტამდე.

ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტს პირველად კენჭი 22 ოქტომბერს უყარა. თუმცა მას მხარი მხოლოდ 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის დასამტკიცებლად კი, 63 ხმა იყო აუცილებელი.

განმეორებით კენჭისყრაზე ცვლილებების შესახებ კანონპროექტმა მხოლოდ 62 ხმის მიღება შეძლო.

მსგავსი