სომხეთის ოპოზიცია ხვალ მომხრეებს მიმართავს
სომხეთის ოპოზიცია ხვალ მომხრეებს მიმართავს

სომხეთის ოპოზიცია ხვალ, 7 მაისს მომხრეებს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ხვალ ერევანს ცნობილი ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ყოფილი სოლისტი სერჟ ტანკიანი ეწვევა, რომლის კონცერტიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„ხვალ აეროპორტში დავხვდებით სერჟ ტანკიანს. 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით მოგმართავთ, შემდეგ კი სერჟ ტანკიანის კონცერტი გაიმართება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სერჟ ტანკიანმა მანამდე მხარი დაუჭირა სომხეთში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს. ის ბოლოს ერევანში 2015 წელს იმყოფებოდა. მაშინ ტანკიანის კონცერტს 50 000 ადამიანი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნები 8 მაისს გაიმართება. მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდათი – ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.

დატოვე კომენტარი