სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს
სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე დაარღვიეს.

ერევანში ამბობენ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები საზავო შეთანხმების პირობებს მკაცრად იცავენ და ოფიციალური ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.

25 ოქტომბრის საღამოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, აშშ-ის შუამავლობით მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნებისათვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთი ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.