აზერბაიჯანი სომხეთს ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი სომხეთს ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელეს.

აზერბაიჯანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ არმიის ერთ-ერთი დანაყოფი სოფელ საფიანში იყო განლაგებული. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიის ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ტერტერისა და ერთ-ერთი სოფლის წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.