ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერმა „სიტიმ“ უახლოესი მდევრისგან, თანაქალაქელი „იუნაიტედისგან“ მარცხი იწვნია – 0:2.
აღსანიშნავია, რომ სოლსკიაერმა გვარდიოლას შეგირდების 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალში მისი გუნდი სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდება.
„შოუს გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარსიალია, – ციტირებს სოლსკიაერის სტყვებს ВВС. – ენტონიმ ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ველოდებით ხოლმე.
ჩემპიონატი უკეთესი შედეგით უნდა დავასრულოთ, ვიდრე ეს გასულ წელს მოვახერხეთ, მაგრამ „სიტი“ ქულებით საკმაოდ წინ არის. ჩვენ გვსურს, რომ სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ავიწიოთ“.
ინგლისის ჩემპიონატს „სიტი“ ლიდერობს, იუნაიტედი მეორე ადგილზეა და კონკურენტისგან ცხრა ქულა აშორებს.