გვარდიოლა „იუნაიტედთან“ განცდილ მარცხზე - ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია #1TVSPORT
გვარდიოლა „იუნაიტედთან“ განცდილ მარცხზე - ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია #1TVSPORT

პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში გვარდიოლასა და სოსლკიაერის დუელი გაიმართა. მანჩესტერული დერბი „იუნაიტედის“ გამარჯვებით დასრულდა – 0:2. 

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „იუნაიტედთან“ განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა.

„შესანიშნავი მატჩი იყო. „იუნაიტედი“ აგრესიულ პრესინგს თამაშობდა და სწრაფ კონტრშეტევებზე გადადიოდა, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ВВС. – „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენთვის კი ეს კარგი გაკვეთილი იქნება.

ხშირად იწერებოდა 21-მატჩიან წაუგებელ სერიაზე. ჩვენი მიდგომა არ შეიცვლება და წაუგებელ სერიას ახლიდან დავიწყებთ“, – აცხადებს „სიტის“ მთავარი მწვრთნელი.