სოლიდარობა უკრაინელებს - სპორტის ფონდი ასამდე ოჯახს დაეხმარა #1TVSPORT
სოლიდარობა უკრაინელებს - სპორტის ფონდი ასამდე ოჯახს დაეხმარა #1TVSPORT

ომის გამო საქართველოში ჩამოსულ და ჩენს ქვეყანაში დარჩენილ ასამდე უკრაინულ ოჯახს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი დაეხმარა.

ფონდმა უკრაინელებს დახმარება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად გაუწია, რომელიც სპორტის ფონდის პარტნიორია. უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადაეცათ.

ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მცხოვრებ უკრაინელებს შეხვდა. მისი თქმით, თანადგომა მხოლოდ ტექნიკის გადაცემით არ შემოიფარგლება.

ფონდის და „არენას“ ერთობლივი გადაწყვეტილებით, უკრაინელები სპორტ-კომპლექსში დასაქმდებიან. ასევე 100 ადამიანი „არენას“ ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებს. ფონდი მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.