სოლ კემპბელი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მცველი სოლ კემპბელი, შესაძლოა, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.
როგორც ირკვევა, 46 წლის სპეციალისტმა უკვე ჩააბარა დოკუმენტები ამ თანამდებობაზე. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი მწვრთნელი ენდი ბუტროიდი გახლავთ.
სოლ კემპბელი ტრინიდადის და ტობაგოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, ასევე მწვრთნელად მუშაობდა ინგლისის დაბალი ლიგების კლუბებში – „მაკლსფილდსა“ და „საუთენდს“ შორის.