„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხება
„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხება

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის გაძვირება პურის ქარხნებს არ შეეხება.

როგორც „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონაძემ განაცხადა, პირველი მარტიდან კომერციული სექტორისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.

„სოკარის“ დირექტორის მოადგილე ტარიფის გაზრდის მიზეზად ლარის გაუფასურებასა და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დოლარის მიმართებაში. ამავე დროს, სემეკ-ის მიერ დადგენილი განაწილების ტარიფის ცვლილებით, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოსახლეობას, რომელიც სოციალური ტარიფით ღებულობს გაზს, ეს არ შეეხება. სხვა გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის „სოკარ ჯორჯია გაზი“ უკანასკნელია, ვინც ამ კორექტირებას ახდენს. ყველა სხვა კომპანიებმა უკვე დააკორექტირეს თავისი კომერციული ტარიფები. ტარიფი პურის საცხობებისთვის უცვლელი რჩება და ეს „სოკარის„ კეთილი ნებაა, რათა მოსახლეობამ ვერ იგრძნოს კომერციული ტარიფის ცვლილება, პურის ფასის ცვლილების გავლით“, – განაცხადა ანტონ სამსონაძემ.

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება ცხრა თეთრით მოიმატებს და ერთ კუბურ მეტრზე 95 თეთრი გახდება.