„სოკარ ჯორჯია გაზის“ კომერციული აბონენტებისთვის პირველი მარტიდან ტარიფი იზრდება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ კომერციული აბონენტებისთვის პირველი მარტიდან ტარიფი იზრდება

პირველი მარტიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, პირველი მარტიდან.

„შპს „სოკარ ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. დღემდე კომპანიის მიერ რეგიონების გაზიფიცირებისა და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით, ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც დამატებით ასეულობით ათას ოჯახსა  და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.