სოფო კილაძე - ყოვლად გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია თავის გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს 
სოფო კილაძე - ყოვლად გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია თავის გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს 

ახლა გავიგე, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს საუბრის უფლებას რიგის მიხედვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადმიანის მოსაზრება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ასე არის, რომ ყველა ადამიანს ეძლევა აზრის გამოხატვის საშუალება”, – განაცხადა კილაძემ.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე, ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ საუბრობდნენ ჟურნალისტები.

„შეგიძლიათ, დასარეჩოთ „გუგლში“ და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მანამდე კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძესა და ეკა ბესელიას შორის მცირე კამათი მოხდა. სოფო კილაძე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც ბესელიამ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ გაუძღვა. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.