ეკა ბესელია სოფო კილაძეს - დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მცირე ხმაური იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.

„უკვე დიდი ხანია, ხელი ავწიე”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

„ყველა დამელოდეთ მშვიდად, რიგს აქ მე განვსაზღვრავ. დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე”, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძე.

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ უძღვება. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.